2020-10-24 14:37:14, 628 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - „ქართული ოცნების“, ივანიშვილის მთავრობა, უსაფრთხოებაში ჩაფლავდა
„ქართული ოცნების“, ივანიშვილის მთავრობა, უსაფრთხოებაში ჩაფლავდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქუჩები ბევრად უფრო სახიფათოა ვიდრე 90-იანებში და შემდეგ იყო.
„ქართული ოცნების“, ივანიშვილის მთავრობა, ჩაფლავდა უსაფრთხოებაში. სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქუჩები გაცილებით უფრო სახიფათოა ვიდრე 90-იანი წლების შემდეგ იყო, სამწუხაროდ ჩვენი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა მასობრივად ჰკიდია ბეწვის ხიდზე და ვართ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორშიც არასდროს ვყოფილვათ“, - განაცხადა უგულავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან