|
2020-10-24 13:37:02, 623 ნახვა
სამართალი
სადახლოსა და სარფში სამართალდარღვევები გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე: ,,სადახლო-საავტომობილო" და ,,სარფი", სამართალდარღვევები გამოვლინდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსაურიდან ,,ექსპრესნიუსს აცნობეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მართავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის ფ.ა. მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე აღნიშნულ ტრანზიტულ ტვირთს წითელი დერეფანი განესაზღვრა და შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა. შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა 3728 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 288 893 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო", ავტომანქანას, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე გ.გ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 11928 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩნდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, 11928 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)