09:40 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 12:12:21, 688 ნახვა

სამართალი
უფლებადამცველის განცხადებით, ბაჩალიაშვილის პირბადეზე არსებული სისხლი თამარს ეკუთვნის, დანარჩენის გენეტიკური პროფილი კი ვერ დადგინა

„ადამიანის უფლებათა ცენტის წარმომადგენელმა“ ეკა ქობესაშვილმა ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის პირბადეზე, ერთ ფეხსაცმელსა და მანქანის ორ ხალიჩაზე აღმოჩენილ სისხლის წვეთებზე.

ქობესაშვილი აღნიშნავს, რომ სამხარაულის ბიუროს განცხადებით, პირბადეზე არსებული სისხლის შხეფები გარდაცვლილს ეკუთვნის, დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დადგინდა.

„აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს ერთ რაღაცას, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები არის ბაჩალიაშვილის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დადგინდა. საქმეში ვერ დავინახე რომ გამოძიებას შეუძლია დადოს შემაჯამებელი შედეგი და დახუროს საქმე“, - განაცხადა ქობესაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics