2020-10-24 11:18:03, 1719 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 193-ს შეადგენს.
ამასთანავე, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 26 503 რეგისტრირებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 10 163 პაციენტი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან