|
2020-10-23 18:09:09, 835 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - წყალტუბოს გააჩნია ყველა წინაპირობა რომ დაიკავოს წამყვანი ადგილი საქართველოს ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორის
„წყალტუბოს გააჩნია ყველა წინაპირობა და უდიდესი პოტენციალი, რომ წამყვანი ადგილი დაიკავოს საქართველოს ტურისტული დანიშბულების ადგილებს შორის. ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის შემდეგ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესოდენ მასშტაბური პროექტის განხორციელება მოხდეს თანმიმდევრულად, და გეგმაზომიერად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველანაირი შეცდომა. მისი თქმით, ამ პროცესში დიდი როლი აქვს საჯაროობას, როგორც ბიზნესის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობასთან მიმართებაში. „ეს პროცესი გაგრძელდება და მისი ყველა ეტაპი იქნება გამჭვირვალე. ყველა ეტაპზე იქნება ჩართული როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა იმ სიკეთის და ეკონომიკური დოვლათის ბენეფიციარია, რომელსაც მოიტანს რეაბილიტირებული წყალტუბო საქართველოსთვის", -აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოსტ-კოვიდის პერიოდში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ტურიზმის არა მხოლოდ რაოდენობრივი აღდგენა, არამედ ხარისხობრივი გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ახალი სერვისების შეთავაზებას და უფრო მაღალ-მხარჯველიანი ტურისტების მოზიდვას საქართველოში.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)