23:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 17:34:13, 624 ნახვა

პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით

პარტია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გუნდი სოხუმისა და ცხინვალის დასაბრუნებლად აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან ლაპარაკსა და საერთო ენის გამონახვას, მათ რუსეთის აგენტებად აცხადებენ. ამას კი, სწორედ ის ადამიანები აკეთებენ, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი, ახალგორი, 155 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი და გაყიდეს დავით გარეჯი.

მისი თქმით, რუსეთის აგენტები სწორედ სააკაშვილი და ბოკერია არიან, "პატრიოტთა ალიანსს" კი არც რაიმე დანაშაული ან მოღალატეობრივი ქმედება ჩაუდენია და არც ტერიტორიები გაუყიდია.

დავით თარხან-მოურავი ხაზგაზმით აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების წარმოება არ ნიშნავს რაიმე აგენტობას, პარტიის ლიდერების რუსეთის აგენტებად გამოცხადება კი ყოველგვარ აზრს მოკლებული ცრუ ბრალდებებია.

"ჩვენ ვცხოვრობთ საოცარ ქვეყანაში. მე არაფერი გამიყიდია, საიდუმლო ინფორმაციას არ ვფლობ და ვერ მივაწვდი რუსეთს. ტერიტორია არ გამიყიდია, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ: რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, მოვძებნოთ საერთო ენა, რომ დავიბრუნოთ სოხუმი და ცხინვალი - მარტო ამიტომ მაცხადებს რუსეთის აგენტად ვინ?! ვინც ჩააბარა კოდორი, სადაც ერთი გასროლაც არ ყოფილა, ვინც ჩააბარა ახალგორი, ვინც 155 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი უბრალოდ გადასცა მოწინააღმდეგეს, ვინც გაყიდა დავით გარეჯი - ის ხალხი, რომელიც მართლა აგენტია! მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ: გვინდა მშვიდობა და გვინდა, მოვძებნოთ გამოსავალი, გვაცხადებს რუსეთის აგენტად! რაიმე მოღალატეობრივი ქმედება გვაქვს ჩვენ ჩადენილი?! ვინც ყველაფერი გაყიდა, ისაა პატრიოტი და ჩვენ მოღალატე?! ამაზე იფიქრეთ!" - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics