23:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 12:44:09, 409 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკის დანერგვაში

საქართველოს წყლის რესურსების მართვაში ჩართულმა უწყებებმა და დაინტერესებულმა პირებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პილოტური პროექტის შედეგები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეები ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის ძირითადი მახასიათებლებისა და თავისებურებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ; პროექტის გუნდმა წარმოადგინა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს მთავარი მიგნებები და დასკვნები; შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს სგშ-ს ანგარიში და პროექტის გუნდს  საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასმა  და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი საკითხების ოფიცერმა, ალიშერ მამაჯანოვმა. 

პილოტური პროექტი ინიცირებულ იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE) ხელმძღვანელობით ევროკავშირის პროექტის „წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ (EUWI+) ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook – GEO ადგილობრივი პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების მხარდაჭერას. სგშ-ს პილოტური პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს ჩატარების საქმეში საქართველოს მთავრობის იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს მდინარეთა სააუზო მართვის მიდგომაზე გადასვლას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics