2020-10-23 08:21:30, 507 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ევროკავშირის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს
საქართველო ევროკავშირის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს. ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში აღარაა არც ტუნისი და კანადა.
აღნიშნული სიიდან ამოღება ნიშნავს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციით, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება დროებით შეეზღუდებათ.
"უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან ამოღება საქართველოში, ტუნისსა და კანადაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უკავშირდენა.
სიაში რჩება სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იაპონია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი და ურუგვაი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან