23:00 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 10:41:50, 789 ნახვა

პოლიტიკა
თომა ხაბეიშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!

„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა ხაბეიშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ჩატარებულ ცრუ კვლევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმს, რომელიც ადამიანებს აწამებდა და  ათასობით ოჯახი გააუბედურა, არარეალურია, ჰქონდეს 15 და 20%.

ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობის" ტყუილს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება. თომა ხაბეიშვილის თქმით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!"

„ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არიან მედია საშუალებები, რომლებიც ცრუ კვლევებს ატარებენ და შემდგომ აქვეყნებენ. ისინი ერთ და ორპროცენტიან პარტიებს უწერენ 15 და 20%-ს. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება. როგორ შეიძლება რეჟიმს, რომელიც ადამიანებს აწამებდა, გააუბედურა ათასობით ადამიანის ცხოვრება, მათი ოჯახები - ამ ადამიანებს ჰქონდეთ 15 და 20%?! ეს ხომ არარეალურია! ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ხალხთან ურთიერთობა და ეს ადამიანები რადიკალურად არიან განწყობილნი იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ცრუ კვლევებს ატარებენ. ამ ადამიანებს ახსოვთ ის, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წლის წინ და რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობის" ტყუილს, მაგრამ აუცილებელია, "ქართულმა ოცნებამ" თქვას, რომ ეს კვლევები არის ტყუილი. ჩვენ გვაქვს აუდიოჩანაწერები, გამოკითხული გვყავს ქართველი მოსახლეობა და ჩვენს პარტიას დიდი ხანია აქვს დადებული ის რეალობა, რაც სინამდვილეში ქვეყანაშია. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისაკენ ჭეშმარიტად და, რაც მთავარია, სწორი ხედვებით მიისწრაფვის!“, - განაცხადა თომა ხაბეიშვილმა.

https://youtu.be/wsp-_0qHQsM





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics