|
2020-10-21 00:09:44, 5141 ნახვა
ნანა დევდარიანი - 31 ოქტომბერს ხალხი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ ყველაფრისთვის დასჯის!
"პატრიოტთა ალიანსის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნანა დევდარიანის განცხადებით, სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა დანაშაულებრივი ქმედება იყო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა კი - დანაშაულებრივი უმოქმედობა და ეს ყველაფერი კოდექსით ისჯება. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსმა" ყოველთვის იცოდა მათი ერთობის შესახებ, რაც ნელ-ნელა მჟღავნდება კიდეც. ნანა დევდარიანი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ ხალხი 31 ოქტომბერს "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის დასჯის. "სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა იყო დანაშაულებრივი ქმედება. კოდექსში არის ცნება - დანაშაულებრივი ქმედება და იქვე არის დანაშაულებრივი უმოქმედობა. წინა ხელისუფლება თუ დანაშაულებებს სჩადიოდა, "ქართული ოცნების" 8-წლიანი ხელისუფლება დანაშაულებრივი უმოქმედობით გამოირჩეოდა - ერთიც და მეორეც კოდექსით ისჯება. რა თქმა უნდა, ესენი ამ კოდექსით საკუთარ თავს არ დასჯიან, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მათ 31 ოქტომბერს ყველაფრისთვის ხალხი დასჯის! "პატრიოტთა ალიანსი" ყოველთვის ამბობდა, რომ რაც არის სააკაშვილი და ბოკერია, იგივე ფსიქოლოგიის და იგივე ღირებულებების ხალხია ჩანერგილი "ქართულ ოცნებაშიც". ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ, ყველაფერი უკვე ნელ-ნელა მჟღავნდება. ახლა წინასწარ გვაგუებენ იმას, რომ მეორე ძალა უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობა". საიდან მოიტანეს ეს 18%? იქნებ, გამოკითხვა მხოლოდ "ქოცებში" და "ნაცებში" ჩაატარეს და შედეგები ისე დადეს? მაგრამ არსებობს "პატრიოტთა ალიანსის" 1 200 000 კაცის გამოკითხვის შედეგები და "ქართულ ოცნებას" პირველი ადგილი არა აქვს. პირველ ადგილზე არის "პატრიოტთა ალიანსი", შემდეგ არის "ქართული ოცნება", რომელსაც 60% კი არა, 15% აქვს და 3%-ზე ნაკლები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მინდა ვუთხრა ამომრჩეველს, შეიძლება, ძალიან გაბრაზებული, ნაწყენი და იმედგაცრუებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს ის არჩევანი, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება!" - განაცხადა ნანა დევდარიანმა.
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)