|
2020-10-20 09:55:59, 694 ნახვა
სამართალი
შსს-ს პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც, ევროპულმა მხარემ ქართულ მხარეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის პროექტი წარუდგინა. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც სხვადასხვა თემატურ მიმართულებას მოიცავს, 2014 წელს საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციას უწყობს ხელს. შეხვედრაზე კახაბერ საბანაძემ ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას და ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევასა და ჩართულობას. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი - ლუკ დევინი; ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი -კარ ჰერცელი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები. ქართული მხრიდან შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - ვახტანგ მახარობლიშვილი. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)