17:02 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 14:16:23, 505 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ცხელ ხაზთან დაკავშირებით გვაქვს 40%-იანი ჩამორჩენა, თუმცა დამატებითი საკადრო რესურსის შერჩევა უკვე მოხდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცხელ ხაზთან დაკავშირებით 40%-იანი ჩამორჩენაა, რის გამოც უკვე მოხდა დამატებითი საკადრო რესურსის შერჩევა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კვირაშივე მოხდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით არსებული ცხელი ხაზის გაძლიერება.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, 1505-ზე უკვე მოხდა საშტატო შერჩევა და მათი დამატება მოხდება ამ კვირაში. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც ვთვლით, რომ გაუმკლავდება ის საკადრო რესურსი, რომლის მობილიზებაც მოხდა და შემდგომშიც რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ ამ სერვისს. ასევე ამ კვირაშივე მოხდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით არსებული ცხელი ხაზის გაძლიერება. აქაც ვეცდებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფარხება და გვქონდეს დროული ზარები.

რაც შეეხება ოჯახის ექიმებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც არაერთი ფიქსირდება, ჩვენ გვყავდა ჩართული 25 კლინიკა, რომლის გაზრდა მოხდა 66 კლინიკამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივდივართ პრინციპით, რომ ოჯახის ექიმები თავიანთი უბნის მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტებთან. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამ ფილტრით მოხდეს პაციენტების გადამისამართება, რაც მეტად უფრო მოქნილს გახდის ყოველივეს. შესაბამისად, ზარების გადანაწილება ექიმებზე არ იქნება დიდი რაოდენობის და თითოეულ ექიმს ეყოლება მონიტორინგზე 3-დან 5 პაციენტამდე“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics