2020-10-19 12:02:47, 1521 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 7 პაციენტიდან ერთი აჭარაში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 7 პაციენტიდან ერთი აჭარაში მკურნალობდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
„გვაქვს ერთი გარდაცვალების შემთხვევა. გარდაცვალება რესპუბლიკურ კლინიკაში დაფიქსირდა“, - განაცხადა ეფაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან