2020-10-19 11:50:26, 605 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 15 982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 15 982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ვრცელდება.
ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში კოვიდ19-ით ინფიცირების 1 413 316 რეგისტრირებული შემთხვევაა.
ამასთანავე, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით ვირუსს ჯამში 24 366 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 1 075 904-მდეა გაზრდილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან