22:11 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 15:09:48, 749 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით

სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია შევიდა ფინალურ სტადიაში და წარმოუდგენელია კამპანიის წარმოება ფართომასშტაბიანი შეკრებების გარეშე.

„საარჩევნო კამპანია შევიდა ფინალურ სტადიაში და წარმოუდგენელია კამპანიის წარმოება ფართომასშტაბიანი შეკრებების გარეშე. ეს შეკრებები არ ყოფილა პირველი და მანამდე ჩვენ ძალიან ბევრი მსგავსი შეხვედრა ვნახეთ ბათუმში, ეს იყო პოლიტიკური, სპორტული, რელიგიური თუ სხვა სახის შეკრებები. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში ნამდვილად არ ველოდით ჩვენ ხალხის ამხელა ნაკადს მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად. იყო პირბადეები, თერმოსკრინინგი, მაგრამ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა ამიტომ შეიქმნა გარკევული პრობლემები. 5 000 პირბადე იყო დარიგებული მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. ბათუმმა დაგვანახა რომ შემდეგ აქციაზე ბევრად უფრო ორგანიზებული ვიყავით, რათა დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს. „ოცნების“ დამარცხების გარეშე ვერ კორონავირუსსს დავამარცხებთ და ვერც სწრაფ ცვლილებებს ვერ დავიწყებთ. სამარცხვინოა „ქართული ოცნების მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ მათი ორგანიზებით არაერთი აქცია ვნახეთ, გავიხსენოთ რაც ხდებოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics