|
2020-10-17 12:17:56, 449 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - სისტემურ ინფრასტრუქტურაში, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება
სისტემურ ინფრასტრუქტურაში, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში 20 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ბოლო 1 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა. „2021 წლიდან, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი, რომლითაც ჩვენ ზუსტად ვიცით, სად, რამდენი და რა პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ძირითადად მიმართული იქნება გაზიფიცირების, წყალმომარაგების, წყალარინების, სკოლების რემონტის, გზების გაყვანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა მოსაწესრიგებელი რომ არაფერი ვთქვათ ჭალე-ფახულანის გზაზე, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით, წყალმომარაგების საკითხი ჯერ კიდევ ბევრ სოფელში პრობლემაა. ჯვარში კეთდება წყალმომარაგების პროექტი და ჯვრის 10 ათას მოსახლეს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, მაგრამ როგორც კი ამას მოვრჩებით, წყალარინების სისტემაა გასაკეთებელი. ეს ყველაფერი გეგმის სახით არსებობს. ადამიანები ვართ, ხან პანდემიაა, ხან ეკონომიკური კრიზისია და ყველს უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება დროში სადღაც პატარა შეფერხება იყოს, მაგრამ მთავარი მიზანი ამ ქვეყნის არის ის, რომ სხვაობა, თუ სად იზრდება ბავშვი და სად ცხოვრობს ჩვენი ღვაწლმოსილი ხანდაზმული და როგორ ვითარდება ადამიანი, არ უნდა იყოს თბილისს, წალენჯიხას, ფოთს, ზუგდიდს, ბათუმს თუ რუსთავს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ასე იქმნება წარმატებული ქვეყნები და სახელმწიფოები. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც გავაგრძელებთ წარმატებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბოლო 1 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და არც შეჩერდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიაზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო შეკრებისას უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და გავიკეთოთ პიბადე. „მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა გლობალურია და ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, რომ როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე, სამწუხაროდ, შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს. მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხის, სამეგრელოს და ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. დღეს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ასე წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ ისე, სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა - ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და ამ განვითარებაში არ იყოს არანაირი შეფერხება. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ,მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა პრემიერმა.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)