21:17 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 12:25:32, 372 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დავით-გარეჯზე: საქმე გვაქვს სახელმწიფო ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან

საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც ჰქვია სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მან გადაცემაში გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონი გაიცნო. „მან მომიყვა ისტორია, რომ 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით გარეჯის ქედზე. უცებ გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენს ბიჭებს უთხრეს, რომ თქვენ ახლა ჩადიხართ ქვევით, იმიტომ, რომ ამ ქედზე უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ვნებათაღელვა და გაუგებრობა, თუ რა ხდება და რატომ. რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს მათ ვერ მიაღწიეს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი იხსენებს, რომ მამა კირიონის თქმით, ეს გაუგებარი და მტრული მდგომარეობა გაგრძელდა 2012 წლამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა.

„არქიმანდრიტმა მთხოვა, რომ იქნებ ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ. მე მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. არქიმანდრიტი ალასანიას მეშვეობით გავიცანი, მითხრა, რომ მის ბავშვობის მეგობარს სურდა ჩემი გაცნობა. შემდეგ მე გავიცანი ნოდარ ხორბალაძე, უწესიერესი, მაღალი კვალიფიკაციის კარტოგრაფი, რომლის სიჯიუტემ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ასევე თედო გორგოძე. მაშინ მე მქონდა უსაფრთხოების საბჭო, ჩემი სათათბირო ორგანო და მინდია ჯანელიძე იყო ამ საბჭოს მდივანი. მას დავავალე ამ საკითხის ირგვლივ ყველაფრის გარკვევა“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს რუკების მოძიება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics