|
2020-10-16 09:04:52, 494 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის ფერდზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული რამდენიმე სახეობის ხე-მცენარე დაირგვება
მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე ძირითადად, ადგილობრივი, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული რამდენიმე სახეობის ხე-მცენარე დაირგვება. ამის შესახებ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ბოტანიკური ჯგუფის წევრმა, ნიკოლოზ ლაჩაშვილმა თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბოტანიკური კვლევის ძირითადი მიზანი მცენარეული საფარის თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, ფლორისტული და ეკოსისტემური მრავალფეროვნების გამოვლენა და დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტის შერჩევა იყო. „გამოკვლევების შედეგად, გამოვლინდა, რომ ტერიტორია გამოირჩევა საკმაოდ დიდი ფლორიტსული და ეკოსისტემური მრავალფეროვნებით. გავრცელებულია ჭურჭლოვან მცენარეთა 750-მდე სახეობა. მათგან ორი სახეობა - კაკალი და პატარა თელა არის „წითელი ნუსხის“ მცენარეები. აღირიცხა კავკასიის 48 ენდემური სახეობა, რაც ასეთი პატარა ტერიტორიისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ასევე, დენდროფლორის მრავალფეროვნებაც - 80-მდე სახეობა, რაც საქართველოს საერთო დენდროფლორის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. სამწუხაროა, რომ ტერიტორიაზე გამოიკვეთა ინვაზიურ სახეობათა, განსაკუთრებით, ოპუნციების ძალიან სწრაფი გავრცელების ტენდენცია. საყურადღებოა ისიც, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე გავრცელებულია თბილისის მიდამოებისთვის დამახასიათებელ მცენარეთა თითქმის ყველა ტიპი - ტყეები, სტეპები, მდელო-სტეპები, ბუჩქნარები და სხვა“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის თქმით, მიღებული შედეგების საფუძველზე, მოხდა ტერიტორიის ზონირება და შეირჩა დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტი, რომელიც 40-მდე მერქნიან მცენარეს მოიცავს. „ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა ადგილობრივ სახეობებზე, თუმცა გამოყენებული იქნება ინტროდუცირებული მცენარეებიც. მნიშვნელოვანია, რომ დასარგავ მცენარეთა ჩამონათვალში შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხის“ ისეთი სახეობები როგორებიცაა: ქართული ნეკერჩხალი, მრავალნაყოფა ღვია და სხვა“, - აღნიშნა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა. მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)