|
2020-10-15 22:34:26, 588 ნახვა
საზოგადოება
ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრი: გვაქვს შესაძლებლობა, რომ მთაწმინდის ფერდზე საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს
მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა შეიქმნება, - ამის შესახებ ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრმა, ეკოლოგიის მაგისტრმა, ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზოოლოგიური კვლევის მიზანი აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე, ზოოლოგიური თვალსაზრისით არსებული ბიომრავალფეროვნების შეფასება იყო. „ასევე, მნიშვნელივანი იყო, მოგვეძიებინა ის სახეობები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ისტორიულად იყო გავრცელებული, თუმცა დღესდღეობით, გადაშენებულია. კვლევა ჩატარდა, როგორც ტრანსექტული გადაადგილების, ასევე, წერტილოვანი აღრიცხვის მეთოდით. გამოვიყენეთ ფოტოხაფანგები, რამაც საკმაოდ საინტერესო ფოტომასალა მოგვცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში, ფაუნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი გვხვდება, რაც მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებს, ამფიბიებს და მწერებს. ამ პატარა ტერიტორიისთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე გვხვდება 30 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის, „წითელი ნუსხის“ სამი სახეობა. ფრინველების კუთხით, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება - 110 სახეობის ფრინველი. მათ შორის, 11 არის „წითელი ნუსხით“ დაცული“, - განაცხადა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.
მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოვლინდა ფრინველთა ისეთი სახეობები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიულად ბინადრობდა. კერძოდ, კაკაბი, ხოხობი და გნოლი, რომელთა აღდგენა და რეინტროდუქცია მცირე ხელშეწყობის პირობებში, შესაძლებელი იქნება. „საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს იმის შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა. მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)