2020-10-15 13:27:59, 615 ნახვა
საზოგადოება
19 ოქტომბრიდან აჭარაში, საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება
19 ოქტომბრიდან აჭარაში, საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება,, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარაში სასწავლო პროცესზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
„აჭარაში, ასევე სასწავლო პროცესსზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც რესტორნებისა და გასართობი საშუალებების შეზღუდვები აჭარაში რჩება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან