|
2020-10-14 20:18:47, 424 ნახვა
პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელმა თიანეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ზარიძეებში და დაბა სიონში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა
„გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში ცეზარ ჩოჩელმა თიანეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ზარიძეებში და დაბა სიონში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. რიგორც შეხვედრისას სოფელების მაცხოვრებლებმა ჩოჩელთან საუბარში განაცხად, მათი ძირითადი პრობლემა სასმელი წყალი და ინფრასტურქტურაა. გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, პროდუქციის გაძვირების გამო მოსახლეობას სოფლად გაუჭირდა. „არც წყალი გვაქვს, გზაც მოუწესრიგებელია, პენსიას 250 ლარს ვიღებ და ისიც არაფერში არ მყოფნის, რა უნდა ვქნათ და სად უნდა წავიდეთ არ ვიცით“ , - განაცხადა სოფელ სიონის მაცხოვრებელმა „ექსპრესნიუსთან“. როგორც ცეზარ ჩოჩელმა აღნიშნა, თიანეთის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემაა, გადასაჭრელია იფრასტრუქტურული პრობლემებიც. გუბერნატორობის პერიოდში მას ჰქონდა სიონის განვითარების გეგმა, რომელიც დღეს ამ ხელისფულების პირობებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ფული შეიჭამა, პროექტი კი, გაქრა. „სიონი უნდა იყოს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი, უნდა განვითარდეს ტურიზმი და მეცხოველეობა. მთავარია მოსახლეობას გაუჩნდეს შემოსავლის წყარო, ამისთვის კი აუცილებელია განხორციელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ხოლო ბიზნესმენები და მეწარმეები თავად შემოვლენ სიონში და მის მიმდებარე ტერიოტორიებზე, რადგან მას დიდი პოტენციალი აქვს“ , - განაცხდა ცეზარ ჩოჩელმა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)