2020-10-13 16:17:26, 394 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ეკონომიკის ოთხჯერ გაზრდას ვაპირებ, ივანიშვილმა კი გაიპუტოს თმები ნებისმიერ ადგილას
„ეკონომიკის ოთხჯერ გზრდას ვაპირებ, ივნიშვილმა კი გაიპუტოს თმები ნებიმიერ ადგილას“ , - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის დასჯა საქართველოს განვითარება იქნება.
„ყველაზე მთავარი დასჯა ივანიშვილისა და მისი უახლოესი დამქაშების იქნება საქართველოს სწრაფი განვითარება, რათა ისინი ხელმოცარულ ლუზერებად გამოჩნდნენ, რომლებმაც 8 წელი პლენში ამყოფეს ჩემი ქვეყანა.
ვაპირებ, შემდეგ წლებში ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდო და მერე ივანიშვილმა გაიპუტოს თმები ნებისმიერ ადგილზე, რადგან დაინახავს, რომ მთელი ეს ლაპარაკი — "ო, ეს მილიარდერი კაცი, ეკონომიკა ესმის, ხალხს მიხედავს, აღმოჩნდა სრული ბლეფი“ , - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,