20:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 14:01:46, 534 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით კი, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ

წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით კი, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  სამველ მანუკიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალქალაქის ციხესთან, ისტორიით სავსე ადგილთან და ძალიან მშრომელი, მაგარი ადამიანების წინაშე. ახალქალაქში ჩვენი მოძმე ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველდღიური შრომით აძლიერებენ რეგიონს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს კიდევ უფრო მეტად ალამაზებენ, რომლის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში. სწორედ მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და განსხვავებული ადამიანების ერთობა, მათი საქართველოს სამსახურში ყოფნაა ის, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთი განსაკუთრებული გახადა.

ჩვენი გუნდისთვის, "ქართული ოცნებისთვის" რეგიონების განვითარებას გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს. წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული და სახელმწიფო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და მეტიც, საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდა. თუმცა, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი უფლებების დაცვა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა.

სწორედ ამ მიზნით განხორციელდა უამრავი რეფორმა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების მიმართულებით, რამაც ქვეყანაში ვითარება დადებითად შეცვალა და ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააყენა.

დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი გამოწევა და პრობლემაა, ხალხი მთავრობის თანადგომას მუდმივად გრძნობს და აფასებს. ყველა ხედავს, რომ მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, რასთან ერთადაც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული ტემპებით განვითარებაა პრიორიტეტული.

კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა როგორც მოქალაქეების, ისე მთავრობის გეგმები, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ და სტაბილურობით, სიმშვიდის შენარჩუნებითა და გაასმაგებული შრომით, ქვეყანა წარმატების გზაზე გავიყვანოთ.

სიმშვიდე, სტაბილურობა და საქართველოს წარმატებაა.  ჩვენი ყველას ვალია, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ. ყველამ ერთად წარმატებული საქართველოს მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ და ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics