|
2020-10-12 21:17:42, 501 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ლორთქიფანიძე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ნატალია ვუტოვას შეხვდა. გოჩა ლორთქიფანიძემ ნატალია ვუტოვას საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. გოჩა ლორთქიფანიძემ სტუმარს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ისეთი რეფორმების შედეგებს, როგორიცაა – მართლმსაჯულების სიტემის, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, პროკურატურის, კარგი მმართველობის, პენიტენციური სისტემის რეფორმები, გრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება კი, მის შედეგებს საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშებში ასახავს, სადაც ქვეყნის პოზიციები განუხრელად უმჯობესდება. გოჩა ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით როლსა და იმ პოზიტიურ დინამიკაზე, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საჩივრების მნიშვნელოვანი კლების მიმართულებით შეინიშნება. გოჩა ლორთქიფანიძემ ნატალია ვუტოვას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში პენიტენციური სისტემი მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს ახალი პროექტი, რომლის მიზანი პატიმრების უფლებების დაცვისა და მათი ჯანდაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, კიდევ უფრო გააძლიერებს უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთი სარაჯიშვილი.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)