2020-10-12 16:04:10, 639 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
"პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება. პოლონეთში საქართველოს საკონსულო კავშირზეა გარდაცვლილის ოჯახთან და ადგილობრივ სამართალდამცავებთან", - აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან