2020-10-12 13:39:50, 441 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური ქობულეთში - „ლელოს“ წევრებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ამ წუთებში ხმაურია ქობულეთში. არსებული ინფორმაციით,„ლელოს“ წევრებს „ქართული ოცნების“
აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ლელოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მმართველი გუნდის აქტივისტები ქობულეთის ბაზარში შესვლისა და სააგიტაციო მასალის დარიგების საშუალებას არ აძლევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია„ლელოს“ რამდენიმე წევრი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან