2020-10-12 10:15:01, 1039 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს
სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამჟამად თავდასხმა აღდერე-აღდამის და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით მიმდინარეობს.
„აზერბაიჯანის არმია ფრონტზე არსებულ ოპერატიულ სიტუაციას აკონტროლებს. სომხეთის საოკუპაციო ძალები, არღვევენ ჰუმანიტარულ ზავს, ხორციელდება თავდასხმა აღდერე-აღდამის და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით. სომხეთის არმიამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, სამი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, ასევე ერთი ერთეული „T-72“ ტიპის ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომანქანა დაკარგა”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან