2020-10-10 13:06:15, 545 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოვუწოდებ. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის,“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან