20:11 - 28 Oct, 2026
|
2020-10-09 15:14:45, 952 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის პროკურატურა - დაღუპულია 31 და დაშავებულია 160 მშვიდობიანი მოქალაქე
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულია 31, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, დაბომბვის შედეგად 160 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების რაოდენობაც გაიზარდა. ამ დროისთვის დაზიანებულია 142 ობიექტი და 1 054 საცხოვრებელი სახლი. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)