18:48 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 16:47:55, 467 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და UNFPA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2020 წლის 8 ოქტომბერს, გაეროს სახლში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

მხარეებს ერთმანეთთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მემორანდუმის თანახმად, სააგენტო და გაეროს მოსახლეობის ფონდი გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას შემდეგი მიმართულებით:

გაეროს მოსახლეობის ფონდი ხელს შეუწყობს სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას ხანდაზმულთა უფლებების განხორციელების და მათი უფლებების დაცვის მიზნით, რაც გულისხმობს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებას, მომსახურების სტანდარტებისა და ოპერაციული პროცედურების განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და მონიტორინგის სისტემების გაძლიერებას;

გაეროს მოსახლეობის ფონდი მხარს დაუჭერს სააგენტოს დაქვემდებარებულ და/ან მის მიერ ადმინისტრირებულ მომსახურებათა განვითარებას გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, რაც მოიცავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და გენდერულ საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, რეგულაციების, სტანდარტების და ოპერაციული პროცედურების დახვეწას, მონიტორინგის სისტემის გაძლიერების და ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანიების წარმოებას.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გაეროს მოსახლეობის ფონდის დიდი ხნის პარტნიორია. დღეს ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის, რაც, ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამიზნე ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდების სტანდარტებს და აამაღლებს ცნობიერებას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიც არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და ახალგაზრდების და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის პარტნიორობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის იმისთვის, რათა ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მალე მიაღწიოს თანასწორობას და არავინ დარჩეს განვითარების ტალღის მიღმა,“ - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მერი მაღლაფერიძის განცხადებით, სააგენტოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან, დღეს კი აღნიშნული თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში გაფორმდა. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, მემორანდუმის და თანამშრომლობის ფარგლებშიც დაწყებული ყველა ნაბიჯი ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც აქამდე იყო. „თანამშრომლობა და ყველა იმ სტანდარტის შესრულებაზე მონიტორინგი დაწყებულია. UNFPA-ის მხარდაჭერით, დამტკიცებულია სპეციალიზირებულ დაწესებულებებში მცხოვრები ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კოვიდ-19 პრევენციისა და მართვის სტანდარტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეფუძვნება. ამ სტანდარტით გადამზადებულია ყველა ამ დაწესებულების პერსონალი. სააგენტო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა სერვისებს აწვდის ძალადობისგან გადარჩენილ ადამიანებს, ასევე მომავალში იზრუნებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანი  და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება, რაც საინფორმაციო კამპანიების, პერსონალისთვის ასევე ბენეფიციარებისთვის  გადამზადების სხვადასხვა კურსების ჩატარებას მოიცავს,  რომელიც ამ თემისთვის სწორედ პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

მემორანდუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია UNFPA-ს საქართველოს ოფისის მასშტაბური სამუშაოსი, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ძალისხმევის გაძლიერებას საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics