|
2020-10-08 12:36:41, 463 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელს; ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის ელჩებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძე, ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს; ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ფორმატსა და პრინციპებზე ისაუბრა. მან ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელსა და საელჩოს წარმომადგენლებს კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უწყებათაშორისი კომისიის მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და უზრუნველყოფაა. კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. „მნიშვნვლოვანია, აღინიშნოს, რომ ეს კომისია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც უწყებებთან ერთად ნებისმიერი საკითხი განიხილება, რაც შეეხება საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერ ჩარევას. კომისიის მანდატი არამართლზომიერი ჩარევების წინააღმდეგ რეაგირებასა და პრევენციას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა არის აქტიურად გამოყენებული. ეს ყველაფერი მთლიანობაში ემსახურება იმას, რომ ამ არჩევნებზე იყოს თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს, ასევე, გააცნო დღეს გამართული კომისიის სხდომის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეების მიმართ გაცემული რეკომენდაციები: · თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; · საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად გაემიჯნონ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ისე, თუნდაც, აღქმა არ დარჩეს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ მოქმედებენ. · მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრებში მონაწილეობისა და ძალადობისგან. ასევე, კომისია რეკომენდაციით მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს: · გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი, საჯარო მოსამსახურეებმა, თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი; · გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, საჯარო მოსამსახურეებს, კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები თანასწორუფლებიან გარემოში გაიმართება, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის. ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩესმა გოჩა ლორთქიფანიძეს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ქვეყანაში არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)