2020-10-07 17:48:59, 555 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილად გამოაცხადა
რუსეთმა სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილად გამოაცხადა, - ამის შესახებ ტელეგრამ არხი „ბაზა“ წერს.
მისი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ადვილად არის ხელმისაწვდომი.
ბელარუსში, სვეტლანა ტიხანოვსკაიას 361-ე მუხლით ედება ბრალი, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მოწოდებას გულისხმობს.
ცნობისთვის, თავად ტიხანოვსკაია ევროპაში, ბელარუსის ხელისუფლების დევნის გამო იმალებოდა. გუშინ, ის გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა.

ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან