21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 12:59:47, 542 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

„საქართველოს ბანკი“ კვლავ აგრძელებს რეგიონში ბიზნესების  მხარდაჭერას. ბანკის ჩართულობით, გორის სოფელ ბერბუკში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. მეურნეობა 2011 წლიდან ოპერირებს, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კი მას სალიფსიტე და სამაცივრე მეურნეობები შეემატა. საკალმახე წარმოებული ლიფსიტის ნაწილს ზრდის საკუთარ  მეურნეობაში, ხოლო ნაწილს რეალიზაციას უკეთებს სხვა საკალმახეებში.  მეწარმე ასევე ახდენს თევზის წარმოებას და მას ყიდის სავაჭრო ქსელურ მარკეტებში. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი საკალმახის გაკეთება, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს  კალმახის, ზუთხისა და  კალმახის ხიზილალის შეძენას.

პროექტის ფარგლებში მეწარმემ ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო, რომელთა ტევადობა 60 ტონაზეა გათვლილი. ჯამში პროექტში ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 187 000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ბიზნესში 5 ადამიანია დასაქმებული.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო გაფართოვდა. გორის სოფელ ბერბუკში კალმახის წარმოების ზრდა ხელს შეუწყობს როგორც საკალმახე მეურნეობის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics