|
2020-10-07 12:08:46, 460 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ხარჯავდა და ხარჯავს შავ ფულს, რათა მოახდინოს ოპონენტების დისკრედიტაცია
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ყალბი გვერდები ძირითადად არიან დაკავებული პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციით და მათ შორის იმით, რომ „ევროპული საქართველო“ წარმოაჩინონ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „სამართლიანი არჩევნების“ მოხსენებას სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების აქტივობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა „ქართულ ოცნებას“, რომ მოახდინოს ყველა ოპოზიციური ძალის გაიგივება. „გუშინ გამოქვეყნდა „სამართლიანი არჩევნების“ მოხსენება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მდგომარეობაა სოციალურ მედიაში პოლიტიკური პარტიების აქტივობის მხრივ და განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და პირველ რიგში, „ქართული ოცნება“, ე.წ ყალბ გვერდებს, იმისათვის რომ მოახდინონ თავისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია. „ევროპულ საქართველოს“ სურს, რომ გამოეხმაუროს ამ მოხსენებას და გამოეხმაუროს იმ ძირითად მიგნებებს, რომლებიც ამ მოხსენებაში იყო აღწერილი. როგორც ჩვენ ვნახეთ ამ მოხსენებიდან, ძირითადად, ქართული ოცნება ხარჯავდა და ისევ ხარჯავს შავ ფულს, იმისათვის, რომ მოახდინოს ოპონენტების დისკრედიტაცია. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ევროპული საქართველო და მთავარი ამოცანა მათი ამ შავი დისკრედიტაციის კამპანიის არის „ევროპული საქართველოს“ წარმოჩენა „ნაციონალურ მოძრაობად“. ეს არის მთავარი მიმართულება Facebook -ზე. გარდა ამისა, ისევ და ისევ საუბარი წარსულზე, ცხრა წელზე, და არა საუბარი მომავალზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ახლა დარჩა „ქართულ ოცნებას“, რომ მოახდინოს ყველა პოლიტიკური ძალის გაიგივება და ყველა პოლიტიკური ძალის წარმოჩენა, რომ ისინი არიან ერთად, მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში და როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს არის მისი გადარჩენის გზა. აქვე მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ რომ ეს ბევრჯერ უკვე ნაცადი ფანდი მათ აღარ გაუვათ და ამჯერად ისინი დამარცხდებიან არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობთ დოლარი დაიხარჯა ამ კამპანიაზე და სოციალურ ქსელებზე, რომ ეს ცრუ რეალობა აღუწერონ საზოგადოებას. ამჯერად, ისინი ნამდვილად დამარცხდებიან და გაიმარჯვებს განსხვავებულ პოლიტიკურ ძალთა კოალიცია, რომლებიც ქვეყანას ამოიყვანენ ჭაობიდან და მოახდენენ გარდამტეხ ცვლილებებს და გარდამტეხ რეფორმებს და შეცვლიან იმ რეალობას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო ეს ქვეყანა. რეალობას, რომლის ნაწილია გაუფასურებული ლარი, გაქცეული პანდემია, შიმშილი, სიღარიბე და უმუშევრობა. ეს ყველა პრობლემა მოგვარდება მას შემდეგ, რაც ეს დისკრედიტაციის კაპმანიაც დაინგრევა და ასევე დაინგრევა ოცნების მცდელობები, რომ ყველა ოპოზიციური პარტია წარმოჩინდეს როგორც ერთიანი ძალა და არა, როგორც განსხავებული ძალები, ის რაც არის რეალობა და რაც წარმოაჩენს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)