13:43 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 11:50:07, 534 ნახვა

მსოფლიო
DRI: „სტრატეგია აღმაშენებლის“აქტივისტთა კარვების დემონტაჟი, დემონსტრანტთა უფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს

DRI ეხმაურება 5 ოქტომბერს თბილისის მერიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიე გამართულ აქციაზე დემონსტრატთა კარვების დაშლას.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“აქტივისტთა კარვების დემონტაჟი დემონსტრანტთა უფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.

„სამართალდამცავებმა აქციის მიმდინარეობისას ძალის გამოყენებით დაშალეს აქტივისტების მიერ აგებული მსუბუქი კონსტრუქციის კარვები. კარვების განთავსების გამო მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარტია 1000 ლარით დააჯარიმა.

კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია პირის უფლება, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა კი არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებითაც შეიძლება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის მიერ დემონსტრანტთა კარვების დემონტაჟი და მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმა წარმოადგენს დაუსაბუთებელ ჩარევას დემონსტრანტთა გამოხატვისა და შეკრების უფლებაში და უკანონოდ ზღუდავს აქციის მონაწილეთა უფლებას, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ აზრი იმ ფორმით, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ და რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს“, - განაცხადეს DRI-ში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics