|
2020-10-06 22:57:45, 725 ნახვა
მსოფლიო
კიევში სავაჭრო ცენტრ „გულივერის“ შენობა ერთი კვირის განმავლობაში LGBT დროშის ფერებში განათდება
კიევში სავაჭრო ცენტრ "გულივერის" შენობა ერთი კვირის განმავლობაში LGBT დროშის ფერებში განათდება. შენობაზე ასევე KyivPride 2020 სლოგანი "განსხვავებულებად ყოფნია კარგია ერთად" გამოჩნდება. არსებული ინფორმაციით, ღონისძიება დაკავშირებულია საერთაშორისო ქამინგ აუთის დღესთან, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება. ქამინგ აუთის დღე საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის აღიარებას ეძღვენება. ამის შესახებ ინფორმაციას KyivPride Facebook-გვერდზე ავრცელებს. "პრაიდის დროშა სიამაყის სიმბოლოა, სიმბოლოა ადამიანების ისეთებად მიღების, როგორც დაიბადნენ. იმედი გვაქვს, რომ ცისარტყელას დროშა კიდევ ერთხელ გაახსენებს კიევს და კიეველებს: სიყვარულს არ აქვს საზღვარი" , - ვკითხულობთ KyivPride განცხადებაში. სავაჭრო ცენტრი 5 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრმდე ყოველ 5 წუთში ერთხელ განათდება ლგბტ ფერებში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)