20:10 - 28 Oct, 2026
|
2020-10-06 21:11:50, 698 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობები დატოვეს
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტისა და არეულობის ფონზე პრემიერ-მინისტრმა კუბატბეკ ბორონოვმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დასტან ჯუმაბეკოვმა თანამდებობები დატოვეს. პარლამენტმა ახალ პრემიერმინისტრად უკვე დანიშნა სადირ ჟაპაროვი. ჟაპაროვი ყოფილი დეპუტატია, რომელიც პროტესტის ღამეს დემონსტრანტებმა ბიშკეკის ერთ-ერთი ციხიდან გაათავისუფლეს. ის არეულობების ორგანიზებისთვის 10-წლიან სასჯელს იხდიდა. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა. აქციებისა და პროსტესტის შემდეგ ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)