|
2020-10-06 18:25:56, 629 ნახვა
ეკონომიკა
„დაიბრუნე შენი ფული“ - ქეშბექის ახალი კამპანია
აფთიაქები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ტანსაცმლის მაღაზიები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ასობით ობიექტის ჩამონათვალისა, სადაც ყოველდღიურად მაღალი ქეშბექის დაბრუნება შეგიძლიათ და შესაძლოა, ამას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ ამ ამბის შესახებ უბრალოდ არ იცით. ისევე როგორც არ იცოდა ან დაიზარა ლიბერთის ასობით მომხმარებელმა, რომელთა მიერ ქეშბექის აპლიკაციის არქონის ან გამოუყენებლობის გამო ვერდაბრუნებულმა თანხამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თერთმეტ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სწორედ ამ ვერდაბრუნებული თანხის რაოდენობის შემცირებაა ქეშბექის ახალი კამპანია „დაიბრუნე შენი ფული“-ს მიზანი. იმისათვის, რომ მომავალში ეს რიცხვი შემცირდეს, ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს: აუცილებლად გადმოიწერონ ქეშბექის აპლიკაცია, გაიაქტიურონ აპლიკაციაში ის ობიექტი, სადაც რამის ყიდვას გეგმავენ და ლიბერთის ბარათით გადახდისას ლიბერთის ტერმინალიც მოითხოვონ. ვერდაბრუნებული ფულის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოწოდებით, ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი პროგრამით ყოველდღიური სარგებლის მიღებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)