|
2020-10-06 15:05:36, 1218 ნახვა
ეკონომიკა
„Georgia By Post“ - საქართველოს ფოსტის ახალი კამპანია
ქართველები რომ სტუმართმოყვარეობით ვართ ცნობილი, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა დღეს, როდესაც პანდემიამ მსოფლიოს საზღვრების ჩაკეტვა აიძულა, სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. შესაბამისად, ვერც ჩვენი ლეგენდარული მასპინძლობით ვიწონებთ თავს და ვეღარც ჩვენი პატარა ქვეყნის დაუჯერებელი ისტორიით, ბუნებით, კულინარიით და სხვა ბევრი რამით ვცდილობთ ჩამოსული ტურისტების გაოცებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ფოსტის უშუალო საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საინტერესო გამოსავალს მივაგენით და გადავწყვიტეთ ქართული სტუმართმოყვარეობა ჩავდოთ ამანათში, შევფუთოთ და გავუგზავნოთ მათ, ვინც ვერ ჩამოვიდა. ამ იდეის განსახორციელებლად შეიქმნა კამპანია - „გააგზავნე საქართველო ფოსტით!“. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები პატარა ვიდეოებს გვიზიარებენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ საქართველოში. ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ გაუგზავნოთ საქართველო მათ. მოუსმინე საქართველოს უცხოელ მეგობრებს და აჩვენე როგორი მასპინძლობა ვიცით. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს. ამისათვის საჭიროა ესტუმროთ ჩვენს პლატფორმას georgiabypost.com, გაეცნოთ ადრესატებს, მოუსმინოთ მათ ამბებს, აირჩიოთ რომელიმე მათგანი და მოიფიქროთ, თუ როგორ ჩაატევთ თქვენს პირად საქართველოს ერთ ამანათში. თქვენს „პატარა საქართველოს“ ადრესატი საქართველოს ფოსტის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს. დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი მასპინძლობა საზღვრებსაც კი სცდება. კამპანიაზე საქართველოს ფოსტის გუნდთან ერთად იმუშავა სარეკლამო სააგენტო „რედბერმა“. კამპანიას მრავალი გაცოცხლებული ისტორიით და ლამაზი ვიზუალებით შეხვდებით საქართველოს ფოსტის ფესბუქის, ინსტაგრამის და ტვიტერის გვერდზე, ასევე ჩვენი მედია პარტნიორის „Spend 4 Seasons in Georgia“-ს საკომუნიკაციო არხებზე.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)