|
2020-10-05 15:24:30, 506 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტსახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს თანმიმდევრულ პოლიტიკა, რომელსაც ყოველწლიურად ახორციელებს ქალაქის გამწვანების და სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით. „ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის გადაცემა განსაკუთრებული ფაქტია. აქ განხორციელდება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - მოეწყობა ცენტრალური პარკი. როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შეიქმნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო. წლების განმავლობაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის, მათ შორისაა შავ ზღვისპირეთში განხორციელებული ახალი ცენტრები, რომლებმაც ქვეყნის ტურისტული მიზიდულობა სრულად შეცვალა. ასევე პროექტი, რომელიც თბილისის ქედის გამწვანებას, ველობილიკების მოწყობას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ჩამონათვალში, მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ცენტრალური პარკი ქალაქის ცენტრში. ეკოლოგიური თვალსაზრისით, შუა ქალაქში არსებული მწვანე სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყოველივე ეს თანხვედრაშია მთავრობის პოლიტიკასთან. ჩვენ დავამტკიცეთ თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელმაც მრავალი მიმართულებით განსაზღვრა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. დედაქალაქის მერიას აქვს თანმიმდევრულ პოლიტიკა, რომელსაც ყოველწლიურად ახორციელებს ქალაქის გამწვანების და სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ამ ჩამონათვალში მაინც იქნება ეს დიდი კონტრიბუცია, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან, მისი ოჯახისგან მიიღო ქალაქმა. ეს არის 50 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც ქალაქმა დაიბრუნა. ჩვენ გვახსოვს, ეს ქონება გასხვისებული იყო სახელმწიფოს მიერ, ფაქტობრივად განწირული მორიგი მშენებლობებისთვის, რომელიც ეკოლოგიურ წნეხს კიდევ უფრო დაამძიმებდა ქალაქში. ამის სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ, ერთი მხრივ, მრავალმილიონიანი ქონება ქალაქისთვის და, მეორე, დაპირება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აუცილებლად შეასრულებს, ეს იქნება მრავალმილიონიანი ინვესტიცია იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მაღალი დონის პარკი მოეწყოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)