|
2020-10-05 13:06:27, 644 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით აჭარაში მეფრინველეობის ფერმა აშენდა
„თიბისის“ მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ფერმერმა არჩილ გულაბერიძემ მეფრინველეობის ფერმა ააშენა და სრულად აღჭურვა. ფერმერს საოჯახო ტიპის ფერმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში ჰქონდა, წელს კი მისი გაფართოვება და წარმოების ახალ სტანდარტზე გადასვლა გადაწყვიტა. ამჟამად ფერმაში 35-დან 40 ათასამდე ფრთა ქათამია. პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში და რესტორნებში ახდენს. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში რელიზაცია შემცირდა. „იმ დროს, როდესაც დაკეტილი იყო რესტორნები, რა თქმა უნდა, ჩვენი გაყიდვები შემცირდა. მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პირველად ნიშნულს. თუმცა დრო არ დაგვიკარგავს, ამ პერიოდში უფრო მეტად გადავერთეთ ფერმის მშენებლობაზე და გაფართოვებაზე, დღეს უკვე ჩვენს რეგიონში ერთერთი კონკურენტუნარიანი ფერმა გვაქვს”, - ამბობს ფერმერი არჩილ გულაბერიძე. მეფრინველეობის ფერმაში მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული. ფერმერი მომავალ წელს გაფართოებას ისევ აპირებს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)