20:35 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 12:15:24, 422 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - 8 თვე გავიდა, თუმცა მსოფლიომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა

ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, თუმცა თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ., -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანა არის ადაპტაციის და მართვის ეტაპზე და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას, იმიტომ რომ ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics