|
2020-10-05 11:00:03, 519 ნახვა
ეკონომიკა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესიდეა აქციოს წარმატებულ საქმიანობად, ან განავითაროს არსებული ბიზნესი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 25 პროცენტით, 15%-ით კი მაღალმთიან რეგიონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებასაც. პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მლნ ლარზე მეტია. ბიზნესიდეების მიღება გაგრძელდება 18 ოქტომბრის ჩათვლით.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)