2020-10-03 12:41:17, 539 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში არანაირი ეკონომიკის ზრდა არ იქნება
„ქართული ოცნების“ პირობებში არანაირი ეკონომიკის ზრდა არ იქნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხელისუფელბის პირობებში კიდევ უფრო მეტი გაჭირვება იქნება.
„ეკონომიკაზე წნეხი იზრდება, ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება, ბიზნესი კოტრდება, 220 ათასი ადამიანი უმუშევარია. ამ ბიუჯეტში ეს არაა გათვალისწინებული.
„ქართული ოცნების“ პირობებში არანაირი ეკონომიკის ზრდა არ იქნება. კიდევ უფრო მეტი გაჭირვება იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან