|
2020-10-03 10:49:50, 699 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სახელმწიფოს მხარდაჭერითა და 9 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება
სახელმწიფოს მხარდაჭერით და კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება, რომლის ფარგლებში 9 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა კომპანია „ეფკოს" ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, გურიაში, დაბა ლაითურში მდებარე ლურჯი მოცვის პროექტი სახელმწიფოს, კერძოდ საპარტნიორო ფონდის დახმარებით განხორციელდა. „ზოგადად ლურჯი მოცვის დარგი ეს არის ის დარგი, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელმწიფომ - 14 მილიონი ლარი მარტო სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან დაიხარჯა, ხოლო ისეთი ბერკეტებით, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტია ამ დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგი - დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ამ ბიზნესში. ეს არის საექსპორტო პროდუქტი და მიუხედავად პანდემიისა, ეს არის ის პროდუქტი, რომლის ექსპორტიც 2020 წელს რადიკალურად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით და პრაქტიკულად გასამმაგდა. ეს არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის დახმარების შედეგი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. შპს „ეფკო" ფლობს და მართავს 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში. კომპანიის საკუთრებაშია ჯამში 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის სრულად ათვისებას კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. პლანტაცია, რომლის გაშენებაც 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს სს „საპარტნიორო ფონდის" ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა. შპს „ეფკომ" აღნიშნული პლანტაცია 2020 წლის ზაფხულში საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა. შპს „ეფკოს" მმართველი ქართული მულტიპროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპია", რომლის მიზანი რეგიონში ლურჯი მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საერთაშორისო დონის აგროკომპანიის შექმნაა. კომპანიას ამ ეტაპზე სეზონურად 400 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ კი მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე, სეზონურად კი 3 000-მდე გაზრდას გეგმავს.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)