18:03 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 00:00:20, 717 ნახვა

პოლიტიკა
ნანა დევდარიანი - ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ - ესაა ჩვენი მოწოდება!

"პატრიოტთა ალიანსის" მასშტაბურ აქციამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა მოსახლეობას  საგანგებო ბრიფინგის საშუალებით მიმართეს. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკის ოლქში ნანა დევდარიანმა იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში დღეს მიმდინარეობს. მისი თქმით, თვალსაჩინოა ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობის პროცესი, რომელსაც  ხელს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" უწყობენ. სწორედ ამიტომ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, ხვალ, 3 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე მივიდნენ და მოსალოდნელი გაყალბება გააპროტესტონ.

"ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, მივიღოთ შერწყმული "ნაციონალური", "ევროსაქური" და "ქართული ოცნების" მთავრობა. თუ ვინმეს ეს პერსეპქტივა ხიბლავს, მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობის, ამომრჩევლის უმეტესობას ნამდვილად არ აქვს ამის სურვილი და ეს არ არის ჩვენი ხალხის დაკვეთა. ჩვენი ვალია, დავამსხვრიოთ ეს ტყუილი, დავუპირისპიროთ სიმართლე, იმიტომ რომ სიმართლეზე დიდი ძალა არ არსებობს არც ადამიანურ ცხოვრებაში, არც პოლიტიკაში და არც არსად ზოგადად და მე მინდა მოგიწოდოთ ჩვენი გუნდის ყველა წევრის სახელით. მოგვენდეთ ჩვენ! გააკეთეთ არჩევანი საკუთარი ხალხისა და სამშობლოს სასარგებლოდ! დაუჯერეთ "პატრიოტებს"! ყველა, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი პოლიტიკური მანიპულაციები და "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შერწყმული მთვარობის წარმოშობა ჩვენს თვალწინ, ყველანი მობრძანდით ხვალ, 3 ოქტომბერს, 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე!" - განაცხადა პარტია "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვაკის ოლქში ნანა დევდარიანმა.

https://www.youtube.com/watch?v=mBvPyE4KlEc





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics