2020-10-02 17:19:53, 521 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი მეოთხე პირის, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ავტომობილი, ორი მამაკაცისა და ერთი ქალის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღამით ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მიწის მასის ქვეშ მოექცა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან