2020-10-02 15:48:03, 616 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ტრამპს - იმედია, მალე გამოჯანმრთელდებით
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან მალე გამოჯანმრთელდება.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპს, კარგად ყოფნას უსურვებს.
„კარგად ყოფნას გისურვებთ. ნამდვილად რთული დროა, მაგრამ სოლიდარობით დავძლევთ. იმედია, თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდგინდათ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან