|
2020-10-02 14:36:32, 567 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ ლარის კურსის სტაბილურობის ფონზე საწვავზე ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას შეძლებს
„ვისოლი“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდროინდელი დინამიკისა და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ფონზე საწვავზე არსებულ სარეალიზაციო ფასებს შეინარჩუნებს და თუ ორივე მიმართულებით ფასების კლების დინამიკა დაფიქსირდა, ფასებს გადახედავს დაწევის მიმართულებით. „ლარის გაცვლითი კურსის უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, „ვისოლი“ ლარის კურსის სტაბილურობის ფონზე და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდრინდელი დინამიკის გათვალისწინებით, საწვავზე სარეალიზაციო ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას შეძლებს“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლის“ საწვავი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, „უნიქარდით“ სარგებლობისას ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად ლიტრ საწვავზე 10 თეთრ, ხოლო უქმე დღეებში 15 თეთრ დანაზოგს იღებს. „ვისოლის“ თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურზე კი ქსელთან შედარებით 15 თეთრი სხვაობა მომხმარებელს „უნიქარდით“ ჯამში კიდევ უფრო მეტი დანაზოგის შესაძლებლობას აძლევს. ამას გარდა, Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე, რომლებიც უკვე თბილისში, რუსთავში, საგურამოსა და ქუთაისშია, ქსელთან შედარებით „უნიქარდით“ მუდმივად 15-20 თეთრით იაფია საწვავი. შეგახსენებთ, რომ უკვე 10 წელია „ვისოლი“ უნიქარდის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოს ნავთობსექტორში. „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ ქვეყანაში საცალო ბაზრის ლიდერია.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)