2020-10-02 14:15:44, 728 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი დღის მეორე ნახევრიდან, 3 ოქტომბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ ნაწილში), ხოლო 5 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,